ხათუნა სამნიძის ინფორმაციიით, მას და დავით ბერძენიშვილს ორი პირი თავს დაესხა

371
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, მას და დავით ბერძენიშვილს 2 პირი ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდა დ ხელი ჰკრეს.

“თავიდან ლაპარაკი დაგვიწყეს, შემდეგ კი გადავიდნენ გინებაზე და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, თავს დაგვესხნენ ფიზიკურადაც, იყო ხელის კვრაც, გინებაც, მოგვსდევდნენ, მე და დავით  ბერძენიშვილს. „აქ მარტო ვერ გაივლით დაცვის გარეშე, ისეთ დღეში ჩაგაყენებთო”– ამბობს ხათუნა სამნიძე.

მისივე ცნობით ორივე პირი ამ დროისთვის საპატრულო პოლიციის მანქანაში იმყოფება.

გააკეთეთ კომენტარი
შემოთავაზება - შეიძინე ხელით შექმნილი ქართული ჩანთა, დარეკე: 555 39 94 95 IMG.GE