ბოლო ამბები
აპრილი 18, 2024

მორიგი დაპირისპირება და ინციდენტი ბექა გრიგორიადისსა და პოლიციას შორის (ვიდეო)

მაი30,2023
გაზიარება

კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა პარლამენტის უკან ეზოში 29 მაისს საღამოს, როდესაც ლაზარე გრიგორიადისის მამა უკვე მეორედ ცდილობდა კარვის გაშლას, რის შესაძლებლობაც მას კვლავ არ მისცა პოლიციამ.

სიტუაცია დაძაბული იყო მასსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის. მან სამართალდამცველებს რუსების მონები უწოდა.

მომხდარი ინციდენტის შემდეგ დააკავეს ბექა გრიგორიადისის ერთ-ერთი მხარდამჭერი, რომელიც მისი თქმით, დუშეთში გადაიყვანეს.

სხვა ამბების წაკითხვა