ხალხო, რატომ გეშინიათ ამის თქმა? პროცესი ხელოვნურად გააჩერა ნიკა მელიამ – თაკო ჩარკვიანი (ვიდეო)

7020
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

თაკო ჩარკვიანის შეფასებით, ოპოზიციურ ფლანგზე პროცესები ხელოვნურად გააჩერა “ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიამ. ამის შესახებ მან “ჯორჯიან-თაიმსი”-ს ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

“პირდაპირ ვადებ ხელს, ხელოვნურად გააჩერა პროცესი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ, რატომ გეშინიათ ამის თქმა ვერ გავიგე?!

დააძინა კაცმა პროცესი – რატომ დააძინა? თქვენ თვითონ იფიქრეთ. არ მაინტერესებს, ნებსით, თუ უნებლიედ, შედეგი მოიტანა კატასტროფული. ამაზე ცუდი არ შეიძლებოდა პროცესისთვის გაეკეთებინა, ვიდრე ნიკამ გააკეთა. თუ ეს მოუვიდა იმით, რომ ვერ არის ლიდერი, არც ეს არ არის შვება”- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

გააკეთეთ კომენტარი
შემოთავაზება - შეიძინე ხელით შექმნილი ქართული ჩანთა, დარეკე: 555 39 94 95 IMG.GE