“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის სიტყვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 07/06/2022
მინდა ვისაუბრო იმ შეტევის ახალ ტალღაზე, რომელიც ხორციელდება ჩვენი ეროვნული იდენტობის მიმართ. თქვენ ხედავთ რომ გამოარჩიეს რამდენიმე ყველაზე დიდი ქართველი და მათი სახელის დაკნინებით ცდილობენ, რომ დააკნინონ ჩვენი ქვეყნის და ხალხის იდენტობა
ხან ილია ჭავჭავაძეს უწუნებენ პოეზიას, ხან ერეკლე მეორეს უწუნებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ხან აღმაშენებელს უწუნებენ შვილების და შვილიშვილების აღზრდას
არიან ადამიანები, რომლებიც ასრულებენ ერთგვარი ყინულმჭრელის როლს, ესენი არიან პირველ რიგში ძმები ბერძენიშვილები, რომელთაც აქვთ გამორჩეული ზიზღი ქართველი ხალხის და ამ ქვეყნის მიმართ
ლევან ბერძენიშვილი არის ადამიანი, რომელიც შეიძლება გინესის რეკორდების წიგნში შევიყვანოთ, ეს არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი წიგნი ვერ გაიგო
ნიკა გვარამია ოპოზიციას ციხიდან აძლევს რჩევას