მე დღესდღეობით უკვე საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული პოლიტპატიმარი ვარ – მიხეილ სააკაშვილი

3587
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მიხეილ სააკაშვილის სახელით, მის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე წერილი ქვეყნდება:

ხშირად არა, მაგრამ ზოგჯერ ვუთმობ დროს ქართული პოლიტიკური გადაცემების ყურებას და მათ შორის ძალიან ბევრ ტელეგადაცემაში მომიხსენიებენ, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს.

მინდა ყველას ვუთხრა, “ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავს ლიდერების მთელი თანავარსკვლავედი, მათ შორის დემოკრატიულად არჩეული და არა დანიშნული პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია და სწორედ ის არის დღეს პარტიის მთავარი ლიდერი.

რაც შემეხება მე – მე დღესდღეობით უკვე საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული პოლიტპატიმარი ვარ, რომელსაც მაქსიმალურად შეზღუდული აქვს კომუნიკაციები და წარმოუდგენელია, ძალიანაც რომ მოვინდომო, შევძლო რაიმე პარტიული საქმიანობის სრულფასოვნად წარმართვა. მითუმეტეს, ამაში ხელს არც ჯანმრთელობა მიწყობს. ამ განმარტების გაკეთება აუცილებლად ჩავთვალე.”– წერია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი ამ დროისთვის კლინიკა “ვივამედში” გადის მკურნალობას.

გააკეთეთ კომენტარი
შემოთავაზება - შეიძინე ხელით შექმნილი ქართული ჩანთა, დარეკე: 555 39 94 95 IMG.GE