გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ “ქართული ოცნება” მასზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას აპირებს

1155
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“სტრატეგია აღმაშენებლიის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ “ქართული ოცნება” მასზე ფიზიკურ თავდასხმას გეგმავს და ეს ინფორმაცია მას წყარომ მიაწოდა:

„ზუსტი ინფორმაცია მაქვს. ისინი აპირებენ ჩემ მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას და დაავალეს საკუთარ ფრაქციაში იმ მოჭიდავე თუ გაუგებარ დეპუტატებს, რომელთა სახელი და გვარი არავინ იცის, რომ რამენაირად პროვოკაცია მოაწყონ. „ქართულ ოცნებას“ პასუხი არ აქვს საკითხებზე, რასაც ვსვამთ და აქედან გამომდინარე, გინდათ, გადახვიდეთ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. უკან არ დავიხევთ და საზოგადოებას თქვენს რეალურ სახეს ვაჩვენებთ, როგორ იბრძვით საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ; როგორი ფსევდოპატრიოტები ხართ; როგორ გინდათ, ისტორია გამოიყენოთ ხალხის ტვინის ასარევად და როგორ ებრძვით საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ამ ყველაფერზე პასუხს მიიღებთ. ეს დავალება გაცემულია პარტიის ხელმძღვანელობის მხრიდან კონკრეტულ პირებზე. საიდან მაქვს ინფორმაცია, ამის თქმას თქვენთან არ ვაპირებ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გააკეთეთ კომენტარი
შემოთავაზება - შეიძინე ხელით შექმნილი ქართული ჩანთა, დარეკე: 555 39 94 95 IMG.GE