ნიკარაგუაში ქარი რომ ამოვარდება მაშინაც წყალი უნდა შეგვიწყდეს? – ალეკო ელისაშვილი წყლის კომპანია GWP-ზე (ვიდეო)

227
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პარლამენტის წევრმა ალეკო ელისაშვილმა დღევანდელ სხდომაზე წყლის კომპანია “ჯორჯია უოთერ ენდ ფაუერი”-ს შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის ყოვლად უპასუხისმგებლო კომპანია.

“როდემდე შეიძლება საქართველოს დედაქალაქს ემსახურებოდეს წყალმომარაგების კომპანია, რომელსაც ნატამალი სინდისი და პასუხისმგებლობა არ აქვს. საგურამოში წვიმა მოვიდაო, ნიკარაგუაში ქარი რომ ამოვარდება, მაშინაც წყალი უნდა შეგვიწყდეს? რა კოდექსებზე ვლაპარაკობთ საერთოდ, ერთი კომპანიისთვის ვერ მოგვივლია. ახლა ცინიკურ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი, ცისტერნებით მოგიტანთ წყალს თუ დაგჭირდათო, ბარემ მეთულუხჩეები გამოუშვან და არბენინონ ქუჩა-ქუჩა.”- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

გააკეთეთ კომენტარი
შემოთავაზება - შეიძინე ხელით შექმნილი ქართული ჩანთა, დარეკე: 555 39 94 95 IMG.GE