“მერაბიშვილს რომ სძულს სააკაშვილი, ეს მე ძალიან კარგად ვიცი”- განაცხადა პეტრე მამრაძემ “აჭარის ტელევიზიის” ეთერში, გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” ჩართვისას.
წამყვანის კითხვაზე, თუ რატომ სძულს ვანო მერაბიშვილს მიხეილ სააკაშვილი, პეტრე მამრაძე პასუხობს:
“მას მიაჩნია, რომ სწორედ სააკაშვილის გამო იჯდა ციხეში 7 თუ 8 წელი, მისი დავალებების შესრულების გამო. იმის შნო და ნებისყოფა არ ჰქონდა, რომ უარი ეთქვა და გადამდგარიყო”– განაცხადა პეტრე მამრაძემ.
გააკეთეთ კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს სამიტის მონაწილე ქვეყნების მეთაურების პატივსაცემად გამართულ ვახშამს დაესწრო