ევროპარლამენტარ მარკეტკა გრეგოროვას თქმით, საქართველოში ძალიან მძიმე მედიასიტუაციაა

643
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მედიასიტუაცია საქართველოში ძალიან მძიმეა, ჟურნალისტებზე ძალადობენ, უტევენ და ძალიან ხშირ შემთხვევაში არის მუქარები და ეს ხდება როგორც მედიის წარმომადგენლებზე, ასევე  მედიის მფლობელების მიმართ”– განაცხადა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას “მწვანეები/ თავისუფალი ევროპული ალიანსი”-ს წარმომადგენელმა მარკეტკა გრეგოროვამ.

“ამას უერთდება საქართველოს მთავრობა ნაცვლად იმისა, რომ დაიცვას ეს ყველაფერი, ამიტომ  მე მინდა შევახსენო საქართველოს მთავრობას, რომ საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატეს ევროპისკენ მისწრაფების სურვილი. ეს ნიშნავს, რომ შენარჩუნებული უნდა იყოს დემოკრატიის უმაღლესი ზომები და უზრუნველყოფილი უნდა იყოს კანონის უზენაესობა, მათ შორის მედიის თავისუფლება.

ჩვენ გვინდა, რომ თქვენი მოქალაქეების სურვილი დაკმაყოფილდეს, თქვენ გინდათ ეს?  – თუ კი, მაშინ ეს სტანდარტების შესრულება უნდა უზრუნველჰყოთ”– განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.

შენიშვნა: სინქრონული თარგმანი ეკუთვნის “მთავარ არხს”, შესაბამისად, შესაძლოა სრული სიზუსტით არ/ვერ იყოს გადმოცემული გამომსვლელის სიტყვის კონტექსტი.

გააკეთეთ კომენტარი
შემოთავაზება - შეიძინე ხელით შექმნილი ქართული ჩანთა, დარეკე: 555 39 94 95 IMG.GE