ზაალ უდუმაშვილი ტვ “პირველზე”20:00 საათზე, მთავარ საინფორმაციო გამოშვებას გაუძღვება. ამის შესახებ არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ნოდარ მელაძემ განუცხადა “რადიო თავისუფლებას“. მისივე თქმით, უდუმაშვილი ასევე შეითავსებს მენეჯერულ პოზიციასაც.
“ზაალ უდუმაშვილი იქნება არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი და ამავდროულად იმუშავებს ერთ-ერთ მენეჯერულ პოზიციაზე. დეტალებს თავად ტელევიზიის ხელმძღვანელი იტყვის.
ბევრი წლის შემდეგ ზაალ უდუმაშვილი დაუბრუნდება იმ საქმეს, რასც აკეთებდა და იყო საინფორმაციო გამოშვების ამ ქვეყნის ყველაზე საუკეთესო წამყვანი… ერთი წუთი არ დგება კითხვის ნიშნის ქვეშ არავისთვის მისი კომპეტენცია, როგორც საინფორმაციო წამყვანის და როგორც მენეჯერის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მისი შემოერთებით ჩვენი ტელევიზია უფრო გაძლიერდება და დიდი სიხარულით ვმასპინძლობთ მას”, – უთხრა რადიო თავისუფლებას ნოდარ მელაძემ, არხის მთავარმა პრდიუსერმა.
ნიკა გვარამია ოპოზიციას ციხიდან აძლევს რჩევას