საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგაზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები ანგარიშით 3:0 დაამარცხეს.
52-ე წუთზე ანგარიში ბუდუ ზივზივაძემ გახსნა, 62-ე წუთზე თავი ხვიჩა კვარაცხელიამ გამოიჩინა, ბოლო გოლი კი ოთარ კიტეიშვილმა 84-ე წუთზე გაიტანა.
შემდეგ თამაშს ეროვნული ნაკრები 12 ივნისს ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს. ქართველმა ფეხბურთელება ზედიზედ მესამე თამაში მოიგეს.
გააკეთეთ კომენტარი
ნიკა გვარამია ოპოზიციას ციხიდან აძლევს რჩევას