“თსუ”-ს სტუდენტებმა დეკანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და თრევით გაიყვანეს (ვიდეო)

1963
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ბოლო რამდენიმე დღეა დაძაბულია ვითარებაა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტების ნაწილი ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და ძალადობაზე გადავიდა.

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა მოხდა 10 ივნისს, როდესაც რამდენიმე სტუდენტმა დეკანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მომხდარს გამოეხმაურა განათლების სამინისტროს წარმომადგენელი ნატა ასათიანი:

“რაც არ უნდა სამართლიანი იყოს მოთხოვნები (თუმცა ჩემი პოზიცია ამ უსამართლობაზე ერთ-ერთმა პირველმა ადრე საჯაროდ უკვე დავაფიქსირე), ამ ფორმით ასაკოვანი ადამიანების, ჩვენი პროფესორების ფიზიკური შეურაცხყოფა და ამგვარად “მიზნის” მიღწევა ამორალური და დაუშვებელია. დღეს სტუდენტებმა რეალობის განცდა დაკარგეს და გადავიდნენ მორალურ ზღვარს. ბევრი სტუდენტური პროტესტი მახსოვს და მაშინ სოლიდარული ვიყავი მათი.

სამართლიანი და მართლაც შესრულებადი მოთხოვნები კი პოლიციისა და ხელკეტების ძალით იხშობოდა. დღეს სხვა ვითარებაა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სამართალდამცავებსა და სტუდენტებს შორის შეხება თავიდან ავიცილოთ. იმედი მაქვს ყველა დაფიქრდება თავის საქციელზე და მალე გამოიტანს დასკვნებს. ჩემი დიდი პატივისცემა პროფესორ რამაზ ხომერიკს, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს და დაცვის ოთხ თანამშრომელს, რომლებიც საავადმყოფოში გადავიყვანეთ!”- წერს ნატა ასათიანი.

სტუდენტების მოთხოვნაა, რომ გადადგეს რექტორი და გამოცდები ონლაინ რეჟიმში ჩატარდეს, რადგან რეგიონში მცხოვრები სტუდენტები თბილისში გაძვირებული ფასების გამო ბინებს ვერ ქირაობენ.

გააკეთეთ კომენტარი
შემოთავაზება - შეიძინე ხელით შექმნილი ქართული ჩანთა, დარეკე: 555 39 94 95 IMG.GE