მამუკა მამულაშვილის თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ ომით იქნება საჭირო (ვიდეო)

869
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

უკრაინაში მებრძოლი მამუკა მამულაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ ომით არის შესაძლებელი და საჭირო. ამის შესახებ მან ტელეარხ “უკრაინა 24”-ის ეთერში ჩართვისას ისაუბრა წამყვანის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.

“სამწუხაროდ, საქართველოში ხელისუფლების პოლიტიკური ოკუპაციაა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება ომის გზით იქნება საჭირო. სამწუხაროდ, დარწმუნებული ვარ ამაში. კონფლიქტის გადაჭრის სხვა გზას ვერ ვხედავ“, – თქვა მამუკა მამულაშვილმა.

გააკეთეთ კომენტარი
შემოთავაზება - შეიძინე ხელით შექმნილი ქართული ჩანთა, დარეკე: 555 39 94 95 IMG.GE