ელისო კილაძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

527
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილს მიმართავს:

“იმედი მაქვს ან პირადად წაიკითხავთ,ან ვინმე წაგიკითხავთ ამ სტატუსს ბ-ნო ბიძინა !
ორი დღეა ვუყურებ “მომხრეების” და დეპუტატების კლოუნადას.
ასეთი მედროვეები იყვნენ,არიან და მომავალშიც ბლომად იქნებიან!

გონიერი კაცი ხართ და ზუსტად იცით ,რომ ეს “მხარდაჭერა”გულწრფელი არაა, მათ საკუთარი პრივილეგიების დაკარგვა აღელვებთ და არა თქვენი მომავალი.
ამიტომ,გირჩევთ-შეწყვიტეთ ეს მასკარადი და სიტუაცია შეაფასეთ ისე,როგორც ქვეყანას ეკადრება!

პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა-და კომპრომისი სისუსტეს არ ნიშნავს !
ამ ეტაპზე ყველაზე გონივრული კომპრომისი მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა და ნიკა გვარამიას შეწყალებაა ! ისტორიას მხოლოდ სახელები რჩება”– წერს ელისო კილაძე.

გააკეთეთ კომენტარი
შემოთავაზება - შეიძინე ხელით შექმნილი ქართული ჩანთა, დარეკე: 555 39 94 95 IMG.GE