„თუ პრეზიდენტი მიიღებს უსამართლო გადაწყვეტილებას და შეიწყალებს კრიმინალებს, არ უნდა შეწუხდეს, თუ ქართველი ერი ამისთვის პასუხს მოსთხოვს,“ – განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას.
“პრეზიდენტმა გადაწყვიტოს ის, რაც არის მისი გადაწყვეტილება და შემდეგ, ასეთი თუ ისეთი გადაწყვეტილებისთვის ყველა აგებს პასუხს.
პრეზიდენტს შეიძლება არ აქვს საგარეო პოლიტიკაში ბევრი ფუნქცია, არ აქვს თითქმის არავითარი ფუნქცია საშინაო პოლიტიკაში, მაგრამ შეწყალება არის 100 პროცენტით მის ხელში, ამიტომ ველით, რას იზამს ქალბატონი პრეზიდენტი და თუ ის მიიღებს უსამართლო გადაწყვეტილებას, რასაც კრიმინალების შეწყალება ჰქვია, შემდეგ, რა თქმა უნდა არ უნდა შეწუხდს, თუ ქართველი ერი ამისთვის მოსთხოვს პასუხს”- განაცხადა თეა წულუკიანმა.
გააკეთეთ კომენტარი
ალეკო ელისაშვილი 3 ივლისის აქციას აღარ შეუერთდება