ბრავო “ოცნება”.. ბრავო პრემიერ-მინისტრს – თემურ გვალია

21386
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მსახიობ თემურ გვალიას პოსტი ფეისბუქში:

“არაო, პასუხი არ უნდა გავცეთ  ზოგიერთ ევროპელ პარლამენტარსო. დაგვასაქმონ თავებზე თუ სურვილი აქვთო. თუ გვინდა ევროპაშიო, მაშინ შევირგოთ ეს შეურაცხყოფები და დამცირებაო! 

ზოგი საზღვარგარეთიდან დებს ირონიულ პოსტებს და ზოგიც “ნე ატხაძია ატ კასსი”…
არადა საქართველო ევროპის ნაწილად გახდომას აპირებს…  ეტყობა ზოგიერთებს თავმოყვარეობის გრძნობა აქვს დაკარგული!

ჩვენ შვილებს მომავალს ვუფუჭებთ ასეთი გამონათქვამებითო..  ევროპას ვასწავლით ჩვენ თურმე, როგორ უნდა მოიქცესო,..  ევროპამაც და ამერიკამაც ძალიან კარგად იციან აქ რაც ხდება! მეტიც… თვითონ არიან ამ ქაოსის და არეულობა – დაპირისპირებების შემოქმედნი!

სიღრმეებში არ შევალ, მაგრამ დღეს, როგორც არასდროს, ისე მომწონს ხელისუფლების პოზიცია. ვისაც არ მოგწონთ გაგიმარჯოთ! დღეს პირველად ვგრძნობ თავს ამაყად, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უბრალო მოქალაქე!

უკვე პირდაპირ დაიწყეს იმის გაკეთება, რასაც ფარულად, თავიანთი ნაბოზარი, აქაური აგენტების მეშვეობით აკეთებდნენ! ევროპარლამენტში არიან ხალხი, ვინც იმ რამდენიმე პარლამენტარის აზრს არ იზიარებს, ვინც ცდილობს საქართველოს დამცირებას, დაკნინებას და ათას საზიზღრობას, მაგრამ რატომღაც ხმას არ იღებენ. გაუტყდათ ომში, რომ ვერ ჩაგვრთეს და “ნაციონალური მოძრაობა”, რომ ვერ მოიყვანეს ისევ სათავეში….

არ მინდა გავაგრძელო და ერთს ვიტყვი: ვაი თქვენს დედასა! ქართველი კაცი არასოდეს დაასაქმებინებს თავზე არანაირი წარმომავლობის ადამიანს! (ვამბობ საქარათველოს და ვგულისხმობ ყველა თავმოყვარე ქართველს და არა გოცირიძე-ვაშაძე-სამადაშვილს და მათ მსგავს არსებებს)!]

ჰოდა, ოპოზიციის “გლადიატორებო”! უფალმა დაგვიფაროს, რომ დაპირისპირება მოხდეს მოსახლეობას შორის, თორემ გამოვა ხალხი გარეთ და ვერ დაგიცავთ ვერც ევროპა და ვერც თქვენი “მაგდუ პუტუნი”… საბოლოოდ დაგასრულებთ!

არადა ასეთი პირი უჩანს, როგორც ვხვდები… ეს ქვეყნის მტრები ესენი!
საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უნდა გაკეთდეს საერთაშორისო განცხადება და ფაქტებით უნდა აიხსნას რასთან გვაქვს საქმე! უნდა იყოს ახსნილი ყველა გაუგებრობა და ეს განცხადება უნდა იყოს ძალიან ხმამაღლა გამოხატული!
უნდა ნათელი მოეფინოს დღევანდელ მდგომარეობას.

ყველას და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი! არანაირი მორიდება! მოსარიდებელი საქართველოს არავისთან არაფერი არ აქვს! თურმე ვისაც თავმოყვარეობა გააჩნია, რუსეთუმე ყოფილა.. ყველაფერი არ მომწონს “ოცნების”… ბევრ შეცდომას უშვებდნენ, მაგრამ დღეს უნდა ვთქვა: ბრავო “ოცნება”.. ბრავო პრემიერ-მინისტრს! სირობები არ დამიწეროთ ! არ მინდა გაგინოთ! ირონია კიდე დაახვიეთ ზოგიერთებმა და წვეტიან მხრიდან უკანალში გაიკეთეთ!”- წერს თემურ გვალია.

ამ თემაზე:

23-24 ივნისს დაველოდებით, თუ გადაწყვეტილება იქნება ისეთივე უსამართლო, ყველაფერს ფარდას ავხდი – ირაკლი ღარიბაშვილი

გააკეთეთ კომენტარი
შემოთავაზება - შეიძინე ხელით შექმნილი ქართული ჩანთა, დარეკე: 555 39 94 95 IMG.GE