“შენ პირიქით, უნდა ეხვეწებოდე იქით, რას ეჯინები, ვის ეჯინები? ვინ ხარ? სად ხარ? რისი იმედი გაქვს?”- განაცხადა პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანმა საზ.მაუწყებლის ეთერში, საქართველოს ხელისუფლებაზე საუბრისას.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს უნდა აკეთებდეს და მორჩილად უნდა მიიღოს ყველაფერი დასავლეთისგან, რათა ამ ოჯახის წევრი გახდეს ისე, როგორც ეს ბალტიის ქვეყნების წარმომადგენლებმა გააკეთეს.
“არ გეშინია იმის, რომ შენი ქვეყანა ოკუპანტის გასაჭყლეტი აღმოჩნდეს? ჰოდა, რომ არ გეშინია, მე მეშინია, შენ ხომ არ მუშაობ იმ ოკუპანტზე? – მაქვს ლეგტიმური უფლება, რომ ასე ვიფიქრო.
როგორც ბალტიის ქვეყნები, ისინი მორჩილად, ყველაფერს იღებდნენ დასავლეთისგან, რომ როგორმე ცხვირი შეეყოთ და გამხდარიყვნენ დასავლური ოჯახის წევრები“- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს სამიტის მონაწილე ქვეყნების მეთაურების პატივსაცემად გამართულ ვახშამს დაესწრო