მაშინაც ვერ გავიგეთ რა უნდოდა – ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ ზურაბიშვილს ღიად დაუპირისპირდა

944
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“მე არ ვიცი, რა უნდა პრეზიდენტს. ჩვენ უშუალოდ ვიყავით ჩართული მის საპრეზიდენტო კამპანიაში, დაახლოებით 45 დღე გრძელდებოდა ეს საარჩევნო პროცესი და ის 45 დღეც რა უნდოდა, როდის რას და რატომ ამბობდა, ესეც მაშინ, სამწუხაროდ ვერ გავიგეთ, თუმცა, მოვახერხეთ მაინც გამარჯვების მოპოვება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში“- განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია “იმედი”-ს გადაცემა “იმედი ლაივში” სტუმრობისას, როდესაც გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილი მიერ, 2 დღის წინ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებას მთავრობის მიმართ.

“ძალიან მძიმე განცხადება მოვისმინეთ მორალური თვალსაზრისითაც, რომელიც მან {სალომე ზურაბიშვილმა} გააკეთა კონკრეტულად, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, როდესაც ერთ სიბრტყეში დააყენა სააკაშვილი, გვარამია და ბიძინა ივანიშვილი, აბსოლუტურად გაუგონარი რამეა, გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილისგან უნდა დაიცვას ეს ქვეყანა.

როდესაც განიხილებოდა საპრეზიდენტო კანდიდატის საკითხი, მისი კანდიდატურის დაყენების ინიციატივა ეკუთვნოდა ბიძინა ივანიშვილს”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გააკეთეთ კომენტარი
შემოთავაზება - შეიძინე ხელით შექმნილი ქართული ჩანთა, დარეკე: 555 39 94 95 IMG.GE