უკრაინის პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს (ვიდეო)

732
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართავს იმ ადამიანებს, ვისაც რუსეთის მიერ, უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებთან აქვს ურთიერთობა.

“გთხოვთ ყველას, ვისაც გაქვთ ასეთი შესაძლებლობა, კომუნიკაცია გქონდეთ ოკუპირებულ სამხრეთში, დონბასში, ხარკოვის რეგიონში. მოუყევით უკრაინის შესახებ. უთხარით მათ სიმართლე. თქვით, რომ იქნება გათავისუფლება. უთხარით კირილივკას, ჰენიჩესკს, ბერდიანსკს, მანჰუშს. უთხარით ჰორლივკას, დონეცკს, ლუჰანსკს. უთხარით ყველას ხარკოვის რეგიონში, ვისაც ჯერ კიდევ აიძულებენ რუსული დროშის დანახვას ჩვენ უკრაინულ მიწაზე. უთხარით, რომ უკრაინის ჯარი აუცილებლად მოვა.
ყირიმსაც გავათავისუფლებთ რათქმაუნდა. უკრაინის დროშა კვლავ იფრიალებს იალტასა და საუდაკის თავზე, ძანკოისა და იევპატორიას თავზე. და დაიმახსოვროს ყველა რუსმა ჩინოვნიკმა, რომელმაც ყირიმში ძვირფასი მიწა მიიტაცა: ეს არ არის მიწა, სადაც მშვიდობა ექნებათ”- ამბობს ზელენსკი მიმართვაში.
გააკეთეთ კომენტარი
შემოთავაზება - შეიძინე ხელით შექმნილი ქართული ჩანთა, დარეკე: 555 39 94 95 IMG.GE