იქაც გაბრაზდნენ და სავარაუდოდ ასე აღმოჩნდა ეს ჩანაწერი რეზოლუციაში – გია ხუხაშვილი

479
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

გია ხუხაშვილის ვერსია ევროპარლამენტის რეზოლუციაში ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციის დაწესებასთან დაკავშირებით

როგორ და რატომ აღმოჩნდა ბოლო მომენტში რეზოლუციის პროექტში ჩანაწერი ივანიშვილის შესახებ?

ჩემი ინფორმაციით, ეს მოხდა არა საპარლამენტო ჯგუფის, არამედ ისეთი მხარის ჩარევის შედეგად, რომელსაც ჰქონდა საკმარისი გავლენა სხვადასხვა ჯგუფებზე რეზოლუციის ამ სახით მიღების უზრუნველსაყოფად.
ყველაზე საინტერესოა – რა შეიძლებოდა გამხდარიყო ასეთი სასწრაფო ჩარევის მოტივი?

ვფიქრობ, რომ რეზოლუციის პროექტი წინასწარ გააცნეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს და დაუსვეს კითხვა – აპირებდნენ თუ არა წინასწარ რაიმე ნაბიჯის გადადგმას, იმისათვის რომ ტექსტი შერბილებულიყო.
ამათი ბუნებიდან გამომდინარე, ვვარაუდობ, რომ ორირაკლისგან მიიღეს პასუხი, რომ ისინი რაღაცას იზამდნენ, მაგრამ ბიძინაა წინააღმდეგი.

იქაც გაბრაზდნენ და სავარაუდოდ ასე აღმოჩნდა ეს ჩანაწერი რეზოლუციაში.
მე სხვა ლოგიკას ვერ ვალაგებ.“– წერს ხუხაშვილი.

გააკეთეთ კომენტარი
შემოთავაზება - შეიძინე ხელით შექმნილი ქართული ჩანთა, დარეკე: 555 39 94 95 IMG.GE