ქალბატონი ლომჯარია საერთოდ ვის უნახავს სააკაშვილის დროს? – ირაკლი ღარიბაშვილი

433
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

„გამოდის სახალხო დამცველი, ქალბატონი ლომჯარია. საჯაროდ თქვა, რომ ამას მირჩევნიაო, ბომბებისგან მიღებული ცეცხლი და წვა მივიღოთო.”- განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 13 ივნისის მთავრობის სხდომაზე, როდესაც კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიაზე.

“უკაცრავად და ვინ უნდა მიიღოს, ქალბატონი ლომჯარია საერთოდ ვის უნახავს სააკაშვილის დროს. ვინმეს გახსოვთ საერთოდ, სახალხო დამცველი გამოსულიყო, მაშინ სხვა პოზიციაზე მუშაობდა, რაიმე საჯაროდ დაეგმო, ადამიანების წამება, ტანჯვა, გაუპატიურება, მკვლელობები, ბიზნესის დატერორება.

პრემიერმა ასევე ისაუბრა ევროპარლამენტის რეზოლუციაში მედიის თავისუფლების შეზღუდვასა და მედიამფლობელ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით შეტანილ პუნქტზე.

“მთავარი რეკეტიორი ბიზნესის, ამ სამარცხვინო რეზოლუციაში კეზერაშვილის სახით ჩაწერეს. მე შევახსენებ EPP-ს (ევროპის სახალხო პარტია) და ყველა ევროპელს, რომ მისი ფირმა, მას შემდეგ, რაც ის წავიდა თანამდებობიდან, ერთი მილიარდი დოლარის ბრუნვა ჰქონდა მის კომპანიას. საიდან მეგობრებო – ჯარის ძარცვიდან, ბიზნესის რეკეტისგან.

მედიათავისუფლება რომ არის ქვეყანაში, ვინმეს კითხვა აქვს ევროპაში და ამერიკაში? ყველამ კარგად ვიცით ყველაფერი. ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის. მაგ რეზოლუციას მე ვაპროტესტებ. აკლდა მეგის ქარდავა, მთავარი ჯალათი, სააკაშვილის სახე, რომელიც აწამებდა, აუპატიურებდა, მისი მკვლელების ბრიგადები ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა პრემიერმა.

გააკეთეთ კომენტარი
შემოთავაზება - შეიძინე ხელით შექმნილი ქართული ჩანთა, დარეკე: 555 39 94 95 IMG.GE