წალკის კანიონზე 240 მეტრის სიგრძის, შუშის ხიდი მოეწყო, თანმდევი ეკოტურისტული ბილიკებით, ვიზიტორთა ცენტრით. მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე აშენდა სასტუმროები და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა.
წალკის კანიონის პერსონალი სრულად დაკომპლექტებულია ადგილობრივი მოსახლეობისგან. პროექტის ფარგლებში 250-ზე მეტი ადგილობრივი გადამზადდა და დასაქმდა.
ინვესტიცია ებრაულმა კომპანია “კას ლენდმა” განახორციელა, რომლის ღირებულება 120 მილიონი ლარია.
კანიონის განვითარება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის, განსაკუთრებით კი რეგიონის ეკოტურიზმის განვითარებაში. ღონისძიებას აღმასრულებელი, საკანონმდებლო, ადგილობრივი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
გააკეთეთ კომენტარი
ნიკა გვარამია ოპოზიციას ციხიდან აძლევს რჩევას