ასეთი პრეზიდენტი სასწრაფოდ არის გადასაყენებელი – ჯაბა ხუბუა

2340
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე წერს:

“პრეზიდენტს, რომელიც ძალადობრივი, მწამებელი რეჟიმის შემქმნელ სააკაშვილსა და ამ რეჟიმის დამმარცხებელ ივანიშვილს ერთ დონეზე აყენებს და ერთ კონტექსტში ახსენებს, სახალხო ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს!

პრეზიდენტი, რომელიც ამბობს, რომ ქართულმა სახელმწიფომ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ყველანაირი შეურაცხყოფა უნდა მოითმინოს და ხმა არ ამოიღოს, როცა თავზე აქაქავენ, არ არის ღირსი, დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტად იწოდებოდეს!

პრეზიდენტი, რომელიც ამბობს, რომ არანაირი მეორე ფრონტის საფრთხე არ არსებობს მაშინ, როცა უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები პირდაპირ, ღია ტექსტით ითხოვენ საქართველოსაგან მეორე ფრონტის გახსნას, უბრალოდ, პროვოკატორია!

ასეთი პრეზიდენტი სასწრაფოდ არის გადასაყენებელი!”- წერს ჯაბა ხუბუა.

გააკეთეთ კომენტარი
შემოთავაზება - შეიძინე ხელით შექმნილი ქართული ჩანთა, დარეკე: 555 39 94 95 IMG.GE