ირაკლი კობახიძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი პირდაპირ იყო მიმართული კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ

572
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“ქართული ოცნების თავმჯდომარის შეფასებით, 16 ივნისს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი პირდაპირ იყო მიმართული ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ.

“ერთი მხრივ სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ რადიკალური ოპოზიცია ბრიუსელში სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებდა და მეორე მხრივ, საჯაროდ, თავად იმეორებს იმ სიცრუეს, რაზეც ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტების ანტისახელმწიფოებრივი კამპანიაა აგებული.

როდესაც სალომე ზურაბიშვილი, კანდიდატის სტატუსის მიღებამდე 1 კვირით ადრე აცხადებს, რომ შარშან, ივლისში, საქართველო იყო პირველ ადგილზე და ახლა არის ბოლო ადგილზე უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით, ამ განცხადებას შეიძლება მხოლოდ უმძიმესი შეფასება მიეცეს.

პრეზიდენტის ეს ე.წ შეფასება რომ ტყუილია, ამასაც კი არ აქვს რაიმე არსებითი მნიშვნელობა. როდესაც სალომე ზურაბიშვილი, კანდიდატის სტატუსის მიღებამდე 1 კვირით ადრე აცხადებს, რომ:

ვციტირებ: – არგუმენტები არ დაგვრჩა და კანდიდატის სტატუსის მიღების მცირე შანსი რჩება, ეს არის რადიკალური ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკის გაგრძელება.

რატომ აკეთებს ამას სალომე ზურაბიშვილი და რატომ ჩაჯდა რადიკალური ოპოზიციის მესიჯბოქსში, ამის განსჯას საზოგადოებას მივანდობთ”– განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც პრეზიდენტის განცხადებები არაადეკვატურად შეაფასა.

გააკეთეთ კომენტარი
შემოთავაზება - შეიძინე ხელით შექმნილი ქართული ჩანთა, დარეკე: 555 39 94 95 IMG.GE