არადიპლომატიურია ჩვენი პრეზიდენტი ქართველი ხალხის უმრავლესობისა და ხელისუფლების მიმართ – მაია ნიკოლეიშვილი

3230
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მაია ნიკოლეიშვილის შეფასება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ, 16 ივნისს გამართულ ბრიფინგზე:

ვუსმინე ქალბატონ პრეზიდენტს. რამდენიმე მარტივი დასკვნის გაკეთება უკვე შეიძლება:

დასკვნა N1.

ოპოზიციამ “ჩააწყო”, ხელისუფლებამ “არ ჩააწყო”, ანუ, არ იმუშავა, პირველმა “იმუშავა”. მუშაობა ჩაწყობაა!!! ვინც უკეთ “ჩააწყობს”, მართალიც ისაა. სად დაიკარგა სამართლიანობა? არგუმენტირება? ფაქტები? მთავარი “ჩაწყობაა” და აღქმები?! მე ვიცი, რომ პროტექციონიზმი ცუდია, პარდონ, ევრო-ბიუროკრატებში “მოსულა” თურმე!

ელემენტარული ფაქტი რომ ვერ დაუდგენია ევრობიუროკრატიას, სად არის სააკაშვილი, საკანში, თუ კერძო კლინიკაში, ეს მათივე საელჩოებთან არაკოორდინირებული მუშაობის, ან არასაკმარისად მიწოდებული ინფორმაციის ბრალი ხომ არ არის შემთხვევით?! თუ “სიმართლე არავის სჭირდება” თემაა?!

დასკვნა N2.

ბრალდებულის დაპატიმრება და სასამართლოს განაჩენი თურმე, უნდა დაექვემდებაროს პოლიტიკურ მიზანშეწონილობას! ეს დაუშვებელია, ქალბატონო პრეზიდენტო, ასე თუ მოიქცა ქვეყანა, სწორედ ის არ უნდა მიიღონ ევროკავშირში, და არა პირიქით! განაჩენი უსამართლო არ უნდა იყოს და არა “უდროო”!!!

დასკვნა N3.

ქართველებს ასეთი ტრადიცია გვქონია, ადრე, რომ ომში მყოფ ქვეყანას ყველაფერი უნდა მოუთმინო!საქართველოში ვინმეს გსმენიათ ასეთი ტრადიციის შესახებ? ფსიქიკურად დაავადებულს რომ არ ედავებიან ეს ვიცი, გარდაცვლილზე რომ ან კარგს ამბობენ, ან არაფერს, ესეც ვიცი.

რომელ კატეგორიაშია განვიხილოთ უკრაინის “ხელისუფების გარკვეული ნაწილი” ქალბატონო პრეზიდენტო? ტრადიციები არ უნდა დავამახინჯოთ და არც უნდა გამოვიგონოთ ისე, სიტყვის მასალისთვის, რომ გავამართლოთ პოსტულატი, რომ ჩვენ, ასეთი ცუდები, უკრაინასაც ცუდად მოვექეცით!

ზოგადად, არადიპლომატიურია ჩვენი პრეზიდენტი ქართველი ხალხის უმრავლესობისა და ხელისუფლების მიმართ. დღეს ის ბევრ სიმს შეეხო, ერთდროულად, და ამ “ივნისის სიმფონიის” ცალკეული ნაწილების აუჩქარებელი დაკვირვება ხვალ-ზეგ პასუხს გაგვაცემინებს მინიმუმ ორ კითხვაზე:

-რა უნდა ამ ქალბატონს საქართველოსგან და საქართველოსთვის?
-რამდენად დამოუკიდებელია ეს ქალბატონი თავის გამონათქვამებსა და ქმედებებში?”– წერს მაია ნიკოლეიშვილი.

გააკეთეთ კომენტარი
შემოთავაზება - შეიძინე ხელით შექმნილი ქართული ჩანთა, დარეკე: 555 39 94 95 IMG.GE