შესაძლოა, მოგვწონს ან არ მოგვწონს, მაგრამ ქვეყნის პრეზიდენტია და დღეს ჩვენი თანამზრახველი იყო – თინა ხიდაშელი

230
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

შესაძლოა, მოგვწონს ან არ მოგვწონს, მაგრამ ქვეყნის პრეზიდენტია და დღეს ჩვენი თანამზრახველი იყო”– ასე გამოეხმაურა თინა ხიდაშელი სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს, რომელიც  მან 16 ივნისს გამართა, სადაც მთავრობა გააკრიტიკა.

“თუკი საკუთარ ეგოზე მაღლა დავდგებით, პირად სიყვარულ-სიძულვილს ცოტა ხანი გვერდზე გადავდებთ უცებ დავინახავთ, რომ პრეზიდენტი სინადვილეში დღეს ყველა გულწრფელად ევროპული ძალების სრულფასოვან მოკავშირედ იქცა.

ყველაფერზე პასუხი გასცა, დაადასტურა და ჩამოაწიკწიკა რაც კი ჩვენ აქამდე ერთად ან ცალ-ცალკე გვითქვამს და რასაც გაავებული ხელის ქნევით სისულელეს და გამოგონილს ეძახის ხელისუფლება.

ყველა შეცდომა, დანაშაულებრივი ქმედება და უმოქმედობა, ხელისუფლება “ფარდა ახდილი”დატოვა.

კიდევ ერთხელ, შესაძლოა, მოგვწონს ან არ მოგვწონს, მაგრამ ქვეყნის პრეზიდენტია და დღეს ჩვენი თანამზრახველი იყო.

თანამზრახველი კი ის არის მაინცდამაინც ყოველთვის ბოლომდე ყველაფერში რომ არ ეთანხმები და არ გეთანხმება, მაგრამ ერთი გენერალური ხაზი გაქვთ და ერთი მიზნისკენ მიდიხართ, თორემ აბა ისე შენიანი იქნებოდა.

მოკლედ, მგონია რომ დღეს უნდა მივიღოთ სწორედ ასეთად”– წერს თინა ხიდაშელი.

გააკეთეთ კომენტარი
შემოთავაზება - შეიძინე ხელით შექმნილი ქართული ჩანთა, დარეკე: 555 39 94 95 IMG.GE