ელენე ხოშტარიას პირველი კომენტარი რუსეთიდან თანხის გადმორიცხვებზე

2362
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ელენე ხოშტარია ეხმიანება ტელეკომპანია “იმედი”-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, მის ოჯახს რუსეთიდან მილიონობით რუბლი ერიცხება:

“ირაკლი რუხაძის მხილებამ ძალიან ააღელვა “იმედი”. მინდა გითხრათ უახლოეს დღეებში კიდევ გაგაცნობთ მასალას რუხაძის კავშირებზე სანქცირებულ ადამიანებთან.
ხოშტარიას კრემლიდან ერიცხება ფულიო.

მამაჩემი არის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე, თეატრის მხატვრის, რომელიც მეოცე საუკუნეში მოღვაწეობდა მარიინსკის თეატრში და რომლის სპექტაკლები მთელ მსოფლიოში იდგმება. შესაბამისად, ჰონორარები ერიცხება ყველა მისი დადგმული სპეკტაკლიდან უკვე 25 წელია.

რუსეთის საავტორო ორგანიზაცია რაოსთან გაწყვეტილი აქვს ურთიერთობა.
არ გამოვა ეს აფიორა და არც რუხაძეს უშველის ეს. ყველა ფაქტს ოლიგარქიული მმართველობის საყრდენების შესახებ ვამხელ და გადავცემ პარტნიორებს.”– წერს ელენე ხოშტარია.

„ქრონიკისთვის“ ცნობილი გახდა, რომ მოძრაობა „დროას“ დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, სოლიდური თანხები ირიცხება. საუბარია მილიონობით რუსულ რუბლზე.

გადმორიცხვები არ შეჩერებულა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგაც. ცნობილი გახდა ასევე ის ფაქტიც, რომ ხოშტარიებმა აღნიშნული თანხის ნაწილით ბათუმში საცხოვრებელი ბინაც შეიძინეს.”- იუწყება ტელეკომპანია “იმედი”.

გააკეთეთ კომენტარი
შემოთავაზება - შეიძინე ხელით შექმნილი ქართული ჩანთა, დარეკე: 555 39 94 95 IMG.GE