რიყეზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით დაგეგმილი შეკრება გაიმართა

571
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

რიყეზე, ევროპის მოედანზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით ერთგვარი შეკრება გაიმართა, რომლის მიზანიც ევროპული მისწრაფებებისადმი საქართველოს მოქალაქეების დამოკიდებულების ჩვენება იყო.

როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს ღონისძიება მოუმზადებელი და არაორგანიზებული იყო.

“ჩემი არჩევანი და მიზანი იყო ის, რომ აქ არ ყოფილი იყო ის, რასაც მიჩვეულები ხართ, ანუ, რაღაც პარტიული შეხვედრები. აქ არიან მოქალაქეები, ვისაც სურვილი ჰქონდა გამოხატოს, რომ ჩვენ გვჯერა – საქართველოს ბედი, პერსპექტივა, ერთადერთი, არის ევროპაში, ამის ჩვენება გვინდოდა ერთმანეთისთვის. აქ ყველა მოსულია თავისუფლად. მე აქ არ ვარ პრეზიდენტი,დღეს, აქ, მე ვარ ერთი მოქალაქე, რომელსაც გული შესტკივა ამ ქვეყანაზე და რომელსაც სწამს, რომ ამ ქვეყანას სხვა მომავალი არ აქვს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს პერსპექტივა განხორციელდეს”- განაცხადა პრეზიდენტმა.

ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ აშშ-ს, ევროკავშირის წარმომადგენლობისა და  და გერმანიის ელჩი, ასევე  ცალკეული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები: ალეკო ელისაშვილი, ანა დოლიძე და “ლელო”.

დღევანდელ შეკრებაზე არ ყოფილან არც მმართველი პარტიის და არც “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები.

გააკეთეთ კომენტარი
შემოთავაზება - შეიძინე ხელით შექმნილი ქართული ჩანთა, დარეკე: 555 39 94 95 IMG.GE