ეს რომ გია ვოლსკიზე გაეგოთ მიწასთან მოასწორებდნენ, მაგრამ ელენე ხოშტარიას შემთხვევაში ჩუმად არიან – ლევან ლორთქიფანიძე

1901
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

წარმოიდგინეთ, ოპოზიციურ ტელევიზიებს გაეგოთ, რომ გია ვოლსკი იღებს რაღაც საჰონორარო დაფინანსებას რუსეთის რომელიღაც თეატრიდან, მიწასთან მოასწორებდნენ გია ვოლსკის, ამოჩიჩქნიდნენ, მის ოჯახს სამზეოზე გამოიტანდნენ, გალანძღავდნენ, ტალახში ამოგანგლავდნენ, მაგრამ ელენე ხოშტარიას შემთხვევაში ჩუმად არიან და მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს ის, რომ სოლიკო ვირსალაძის ჰონორარებს მილიონობით რუბლის ოდენობით იღებენ“- განაცხადა პოლიტოლოგმა ლევან ლორთქიფანიძემ “პალიტრანიუსი”-ს გადაცემა “ნიუსრუმში” სტუმრობისას 17 ივნისს.

“ჩემთვის შემაძრწუნებელია ეს ორმაგი სტანდარტი, რომ ერთს ეპატიება ყველაფერი,  მეორეს არ ეპატიება და ეს ორმაგი სტანდარტი გადის პოლიტიკურ კუთვნილებაზე – შენ თუ ჩემიანი ხარ, ყველაფერს გაპატიებ და თუ არ ხარ ჩემიანი, დაგმარხავ ბოლომდე და ამას აკეთებს ორივე მხარე, “ქოცებიც” და “ნაცებიც”

ისე, ცოტა უნდა რცხვენოდეს ქალბატონ ელენეს, რომელიც შტრიხ-კოდებს დასდევს მაღაზიაში, რომ მაკარონი არ იყიდოთ, თუ რუსეთის გავლით შემოვიდა საქართველოშიო და თვითონ ბინებს ყიდულობს რუსეთის ბიუჯეტიდან გადმორიცხული თანხებით“- განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.

გააკეთეთ კომენტარი
შემოთავაზება - შეიძინე ხელით შექმნილი ქართული ჩანთა, დარეკე: 555 39 94 95 IMG.GE