რაც მოგვივიდა დღეს, ეს არის გაფრთხილება: რაც მოგივა დავითაო, მხოლოდ შენი თავითაო – სალომე ზურაბიშვილი

246
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა ევროკომისიის წინასწარ შეთანხმებას ქვეყნისთვის ე.წ  “ევროპული პერსპექტივის” მინიჭებასთან დაკავშირებით და თქვა, რომ ეს არის გაფრთხილება –   “რაც მოგივა დავითაო, მხოლოდ შენი თავითაო”.

რაც მოგვივიდა დღეს, ეს არის გაფრთხილება: რაც მოგივა დავითაო, მხოლოდ შენი თავითაო. ჩვენი ბრალია. ჩვენ ვამბობთ, რომ რაღაც არ დავიმსახურეთ, დავიმსახურეთ!“  – განაცხადა პრეზიდენტმა “თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე.”

„ჩვენ იმის მერე, რაც გააკეთა ამ ქვეყანამ 30 წლის მანძილზე, ისე ჩამოვრჩით ჩვენს ორ მეგობარს და პარტნიორს, ჩვენი ბრალია, აბა, ვისი. არავინ არ გაგვიკეთა არაფერი. რაც მთავარია და რაც მინდა კარგად გაიგოთ, ევროპამ არ გადაგვაგდო, ევროპამ არ გვითხრა უარი, პირიქით. როგორც ჩანს, ჯერ მხოლოდ ურსულას ბრიფინგიდან არის პირველი ცნობები, რაც ვრცელდება. პირველ რიგში უნდა წავიკითხოთ ევროკომისიის რეკომენდაციები, რაც ვრცელდება და სხვათა შორის, ურსულა ფონ დერ ლაიენის „ტვიტერშიც“ იგივე წერია და უნდა ვიცოდეთ, როგორ წავიკითხოთ. იქ წერია, რომ ჩვენ, ცხადია, კანდიდატის სტატუსი დღეს არ მიგვიღია, მაგრამ მივიღეთ ისეთი რამ, რაზედაც ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო ბოლო თვეებში, არც ვიოცნებებდით. მივიღეთ აღიარება და იმედი მაქვს, რომ ამას დაადასტურებს ევროპული საბჭო ერთ კვირაში. მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, გაწევრიანების პერსპექტივა“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

გააკეთეთ კომენტარი
შემოთავაზება - შეიძინე ხელით შექმნილი ქართული ჩანთა, დარეკე: 555 39 94 95 IMG.GE