იმ ფონზე, როდესაც მედიის ნაწილი ამტკიცებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ქირურგიული ოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდა და ის კომაშია, რუსულ გამოცემა “რია ნოვოსტი“-ზე გამოქვეყნდა ვიდეო სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმის პლენარული სხდომიდან, სადაც ვლადიმერ პუტინი სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ რუსეთი არ გაჰყვება თვითიზოლაციის გზას. მისივე თქმით, ბევრს სურს რუსეთთან თანამშრომლობა, თუმცა ამერიკის ზეწოლის გამო ვერ ახერხებენ.
- “ჩვენ განვავითარებთ ეკონომიკურ თანამშრომლობას მათთან, ვისაც სურს ჩვენთან მუშაობა. და თუნდაც ევროპულ კომპანიებთან, რომლებსაც ხელები გადაუგრიხეს.”
-
„ჩვენ განვავითარებთ გადაზიდვის პუნქტებს, სატრანსპორტო სისტემას, ჩვენს გადახდის სისტემას. ჩვენ შევქმნით მდგრად კავშირებს ახლო აღმოსავლეთთან და სამხრეთ აზიასთან”- განაცხადა პუტინმა.
გააკეთეთ კომენტარი
ნიკა გვარამია ოპოზიციას ციხიდან აძლევს რჩევას