დიახ, მე ომის შვილი ვარ, და თქვენ მეკითხებით რატომ არაფრის გეშინიაო? მეშინია! ჩემი ქვეყნის სიკვდილის მეშინია – მთისა ყველაშვილი

323
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მთისა ყველაშვილის პოსტი სოციალურ ქსელში:

“მე ის გოგო ვარ რომელიც 1980 წელს დავიბადე და მას მერე ყველა უბედურება საკუთარი მხრებით გადავზიდე, რაც ჩემმა ქვეყანამ გადაიარა…მე ვარ გოგო რომელმაც, 9 წლისამ ჯერ 9 აპრილი ვნახე, მერე 13 წლისას წამართვეს აფხაზეთი, სამაჩაბლო და მაყურებინეს სვანეთის მთებში ჩემი ხალხის სიკვდილს, დამიხოცეს გმირები, მერე მომიკლეს მეგობრები, მაშიმშილეს, მციოდა, მტკიოდა, ჩემს ეზოში ძმისგან ძმაზედ ნასროლი ტყვიები ცვიოდა, საკუთარი თვალით ვუყურებდი ცეცხლმოკიდებულ რუსთაველის პროსპექტს, სკოლაში გაკვეთილებზე ზამთარში ქურთუკით ქუდით და ხელთათმანებით ვიჯექი, არ მქონდა გაზი, დენი, წყალი, პური და სკოლის წიგნებიც კი…მერე უნივერსიტეტში ნახევრად დანგრეულ აუდიტორიაში მაწვიმდა და მათოვდა…

28 წლისას საკუთარი თვალით მაყურებინეს ჩემი ჯარისკაცების სიკვდილს და მანახეს გადამწვარი გორი, ვუსმენდი ჩემი ხალხის კვნესას და მათ სისხლისგან დაცლას შევცქეროდი, ვიცი როგორ უნდა იარო ლანჩაგლეჯილი ფეხსაცმლით იმიტომ რომ მხოლოდ ეგ გაქვს და მეტი არა… ვიცი როგორი სიმწარეა უყურო ცეცხმოკიდებულ საკუთარ სახლს…ვიცი როგორია სიკვდილი, შიმშილი, სიცივე, ომი, გაქცევა, დაჩოქება და როგორი ფერი აქვს უბედურებას,,, მაგრამ მე ვისწავლე როგორ უნდა ფერფლიდან ადგომაც… დიახ, მე ომის შვილი ვარ, და თქვენ მეკითხებით რატომ არაფრის გეშინიაო? მეშინია! ჩემი ქვეყნის სიკვდილის მეშინია! ძალიან….”– წერს მთისა ყველაშვილი.

გააკეთეთ კომენტარი
შემოთავაზება - შეიძინე ხელით შექმნილი ქართული ჩანთა, დარეკე: 555 39 94 95 IMG.GE