ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთში იმყოფება, სადაც ქვეყნის პრემიერს შეხვდა

144
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ერთდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტი სომხეთის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის მიწვევით შედგა.

“ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკოლ ფაშინიანთან ქალაქ დილიჟანში სამუშაო შეხვედრა გამართა. კოლეგებმა შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და კულტურის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა.

მხარეებმა საუბრისას ყურადღება დაუთმეს რეგიონში არსებულ ვითარებას და არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას. 

ასევე მზადყოფნა გამოითქვა ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობაზე და არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობის გაღრმავებაზე.”- აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ოფიციალურ ინფორმაციაში.

გააკეთეთ კომენტარი
შემოთავაზება - შეიძინე ხელით შექმნილი ქართული ჩანთა, დარეკე: 555 39 94 95 IMG.GE