ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მე ვარ ოლიგარქი. ამიტომ ვითხოვ სასწრაფოდ გამათავისუფლოთ და გამიშვათ ჩემ ფაზენდაში ბრაზილიაში

587
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ გვერდზე მისი სახელით ქვეყნდება პოსტი:

“გუშინდელი დღის მთავარი ღადაობა – ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მე ვარ ოლიგარქი. ამიტომ ვითხოვ სასწრაფოდ გამათავისუფლოთ და გამიშვათ ჩემს ფაზენდაში ბრაზილიაში. თან ხეები მაქვს იქიდან ჩამოსატანი და ხოხბები ჩამოსაყვანი. თანაც თვის ბოლო ახლოვდება და მოსამართლეებს და პროკურორებს ხელფასი კონვერტებით დროულად უნდა დავურიგო.
მართალია, ნებისმიერი მათგანი ჩემზე უფრო მდიდარია, მაგრამ იმედია, რადგან ოლიგარქის ტიტული მომანიჭეს, კრედიტ-სუისიც დროულად გადმომირიცხავს ჩემს კუთვნილ მილიარდებს”– წერს სააკაშვილი.
გააკეთეთ კომენტარი
შემოთავაზება - შეიძინე ხელით შექმნილი ქართული ჩანთა, დარეკე: 555 39 94 95 IMG.GE