ივანიშვილის რეჟიმი ქართულ იდენტობას – ევროპელობას გვართმევს – თამარ ჩერგოლეიშვილი და გიგა ბოკერია “დეოლიგარქიზაციის” კამპანიას იწყებენ

330
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ევროპული საქართველო, თავისუფლების ინსტიტუტი, ტაბულა, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება და აფხაზთა კრება იწყებს დეოლიგარქიზაციის კამპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით.”– ამის შესახებ დღეს, თამარ ჩერგოლეიშვილმა და გიგა ბოკერიამ განაცხადეს პარლამენტის წინ გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე და წარმოადგინეს ხედვა, თუ როგორ უნდა დაიწყონ ე.წ დეოლიგარქიზაციის პროცესი:”

კამპანიის ფარგლებში:
• მივალთ ყველგან და თვითმხილველების მონათხრობით ვისაუბრებთ რუსეთის მიერ საქართველოში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულზე, იმაზე, რომ ბუჩამდე იყო აფხაზეთი და რომ ასეთია სივრცე, სადაც ივანიშვილის რეჟიმი გვტოვებს.
• ავხსნით, რატომ იყო გენოციდი ის, რაც 1992-1993 წლებში აფხაზეთში მოხდა და მოვაგროვებთ მოქალაქეების ხელმოწერებს, რომ სწორად შეფასდეს რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულები მაშინ, როდესაც არც ევროკავშირი და არც ნატო საქართველოს დღის წესრიგში არ იდგა.

• ვისაუბრებთ იმაზე, თუ რატომ თვლიან ივანიშვილის მოჯამაგირეები მოქალაქეებს ცხვრის ფარად და რატომ აბრალებენ ევროპას ომში ჩათრევას, მაშინ როცა მოლდოვამ სტატუსი იმიტომ მიიღო, რომ ოლიგარქიული რეჟიმის ნაცვლად დემოკრატიული მთავრობა ჰყავს.
• შევთანხმდებით, რომ ივანიშვილის რეჟიმი დალპა და იმისთვის, რომ ჩვენი უძვირფასესი საუნჯე – ჩვენი იდენტობა, ჩვენი ევროპელობა არ დავკარგოთ და ჩვენი შვილებიც არ გამოვასალმოთ იმ ყველაფერს, რასაც ქართველების ევროპელობა ნიშნავს – საჭიროა დეოლიგარქიზაცია!
.—
არასოდეს ყოფილა ასეთი ცხადი, რომ ივანიშვილის რეჟიმი ქართულ იდენტობას – ევროპელობას გვართმევს და გაჭირვების, უსამართლობის და უიმედობის ჭაობში გვძირავს;

არასოდეს ყოფილა ასეთი მკაფიო, რომ საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნება ივანიშვილის რეჟიმის პირობებში შეუსრულებელი მისიაა;
არასოდეს ყოფილა ასეთი ნათელი, რომ ჩვენი ისტორიული მისიის შესრულება, 1921 წელს გაწყვეტილ მემკვიდრეობასთან კავშირის აღდგენა და თავისუფალ სამყაროში დაბრუნება მხოლოდ საქართველოს დემოკრატიულ ხელისუფლებას შეუძლია;
დღეს, როგორც არასდროს გვჭირდება საკუთარ ძალებში რწმენა და ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ისტორიული მისიის დასაცავად;

დღეს, როგორც არასდროს გვჭირდება გავიხსენოთ საქართველოს ისტორია, გავიაზროთ, რომ ჩვენ ევროპელები ვართ და გავაცნობიეროთ, რომ ივანიშვილის რეჟიმი ჩვენს კულტურულ და ეროვნულ იდენტობას გვართმევს;

დღეს, როგორც არასდროს გვჭირდება გავიხსენოთ, რა გველის ივანიშვილის რუსულ ჭაობში, რა დაგვმართა რუსეთმა წარსულში და წარმოვიდგინოთ, რა მომავალს ვუმზადებთ ჩვენს შვილებს ივანიშვილის რეჟიმის პირობებში;

დღეს, როგორც არასდროს გვჭირდება გავბრაზდეთ ღორულ რეჟიმზე და მოვითხოვოთ საკუთარი შრომით ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა, მოვინდომოთ ვიყოთ დაცული და გვქონდეს განჭვრეტადი მომავალი;

დღეს, როგორც არასდროს გვჭირდება მოვერიოთ უიმედობას და გავიაზროთ, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ვიცხოვროთ იქ, სადაც ადამიანის თავისუფლებას, სიცოცხლის და ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლებას პატივს სცემენ.

ევროპული საქართველო, თავისუფლების ინსტიტუტი, ტაბულა, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება და აფხაზთა კრება იწყებს დეოლიგარქიზაციის კამპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მივალთ ყველგან და თვითმხილველების მონათხრობით ვისაუბრებთ რუსეთის მიერ საქართველოში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულზე, იმაზე, რომ ბუჩამდე იყო აფხაზეთი და რომ ასეთია სივრცე, სადაც ივანიშვილის რეჟიმი გვტოვებს.

ავხსნით, რატომ იყო გენოციდი ის, რაც 1992-1993 წლებში აფხაზეთში მოხდა და მოვაგროვებთ მოქალაქეების ხელმოწერებს, რომ სწორად შეფასდეს რუსეთის ჩადენილი დანაშაულები მაშინ, როდესაც არც ევროკავშირი და არც ნატო საქართველოს დღის წესრიგში არ იდგა.

ასე უკეთ გავიაზრებთ, რისთვის გვწირავს ივანიშვილის რეჟიმი.
ვისაუბრებთ იმაზე, თუ რატომ თვლიან ივანიშვილის მოჯამაგირეები მოქალაქეებს ცხვრის ფარად და რატომ აბრალებენ ევროპას ომში ჩათრევას, მაშინ როცა მოლდოვამ სტატუსი იმიტომ მიიღო, რომ ოლიგარქიული რეჟიმის ნაცვლად დემოკრატიული მთავრობა ჰყავს.

გავიხსენებთ საკუთარ იდენტობას, გავიხსენებთ ჩვენს წინაპრებს, მათ, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას მიუძღვნა სიცოცხლე, ვინც შექმნა ქართული ფიქრი და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის ევროპული კონსტიტუცია.

შევთანხმდებით, რომ ივანიშვილის რეჟიმი დალპა და იმისთვის, რომ ჩვენი უძვირფასესი საუნჯე – ჩვენი იდენტობა, ჩვენი ევროპელობა არ დავკარგოთ და ჩვენი შვილებიც არ გამოვასალმოთ იმ ყველაფერს, რასაც ქართველების ევროპელობა ნიშნავს – საჭიროა დეოლიგარქიზაცია!”– აცხადებენ “ევროპულ საქართველოში.

გააკეთეთ კომენტარი
შემოთავაზება - შეიძინე ხელით შექმნილი ქართული ჩანთა, დარეკე: 555 39 94 95 IMG.GE