გამოვიდა ეს რეგვენი ღარიბაშვილი და მოგვილოცა – ეკა მიშველაძე პრემიერზე

1237
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ეკა მიშველაძე სოციალურ ქსელში წერს და ეხმიანება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, ევროკომისიის რეკომენდაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და რეგვენს უწოდებს.

“აი ღარიბაშვილს და მისნაირ უტიფარ მატყუარებს, რომლებსაც ცხვრის ფარა ჰგონიხართ, უტვინოები, წერა-კითხვის უცოდინრები, წაკითხულიდან აზრი რომ ვერ გამოგაქვთ ასეთები, თავს როგორ ატყუებინებთ?! ამ ტყუილებს და შეურაცხყოფას რატომ და როგორ უთმენთ?

ახლა გამოვიდა ეს რეგვენი პრემიერი და მოგილოცათ პერსპექტივა მოგვცესო ხალხო!!! ის კი დამალა რომ კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს იმიტომ, რომ ოლიგარქი ბიძინა მართავს ამ ქვეყანას და ჯიბეში უდევს ყველა და ყველაფერი! უკრაინას და მოლდოვას სპეციფიური მდგომარეობა აქვთო და მაგიტომ მისცეს კანდიდატის სტატუსიო, თორემ აბა ჩვენ კარგად ვართო! თან იქვე მორიგი ტყუილი შემოგაჩეჩათ – ჩვენ რაც ევროკომისიამ დაგვიწერა, მაგ პუნქრებს ხომ ისედაც ვასრულებთო და დანარჩენს ბრიუსელთან გავარკვევთო! მადლობა ბიძინას ამისთვისო – არ დაავიწყდა და ამას აბოლებინებთ თავს?! რის ფასად?”- წერს მიშველაძე.

ამ თემაზე:

მინდა, რამდენიმე სიტყვით მივმართო ჩვენ მოქალაქეებს – ირაკლი ღარიბაშვილი

გააკეთეთ კომენტარი
შემოთავაზება - შეიძინე ხელით შექმნილი ქართული ჩანთა, დარეკე: 555 39 94 95 IMG.GE