“დინამო თბილისი”- მთავარ მწვრთნელად გიორგი ჭიაბრიშვილი დაინიშნა

128
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“დინამო თბილისი”-ს მთავარ მწვრთნელად გიორგი ჭიაბრიშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბმა  გაავრცელა.

მხარეებს შორის კონტრაქტი 2,5 წლით ვადით გაფორმდა. მასთან ერთად გუნდში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად გიორგი დეკანოსიძე იმუშავებს.

გიორგი ჭიაბრიშვილის ბოლო კლუბი თბილისის ლოკომოტივი იყო, სადაც 2020-21 წლებში მუშაობდა და კლუბთან ერთად ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა. ლოკომოტივის გარდა ქართველი სპეციალისტი სხვადასხვა დროს თბილისის საბურთალოს და ზესტაფონის მთავარი მწვრთნელი გახლდათ.

რაც შეეხება ტიტულებს, გიორგი ჭიაბრიშვილი ზესტაფონთან და საბურთალოსთან ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა. 2019 წელს კი, თბილისურ კლუბთან ერთად საქართველის დავით ყიფიანის სახელობის თასი მოიგო. 2018 და 2020 წლის სეზონში გიორგი ჭიაბრიშვილი საქართველოს საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

გააკეთეთ კომენტარი
შემოთავაზება - შეიძინე ხელით შექმნილი ქართული ჩანთა, დარეკე: 555 39 94 95 IMG.GE