მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება მიმართვის ტექსტი რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ადამიანებისადმი, რომელშიც ის მოუწოდებს მათ, რომ არ დაიშალონ.
სააკაშვილის გეგმით, მოხდება მოქმედი ხელისუფლების ჩამოშორება და ე.წ ტექნიკური მთავრობის შექმნა.
“მოვუწოდებ ყველა ჩემს თანამებრძოლს და “ნაციონალური მოძრაობის” მომხრეს, ისევე როგორც ყველა პატრიოტს, არ შემოიფარგლოს დღევანდელი აქციით. ყველა, ვინც მოგვიწოდებს დაველოდოთ რაიმე წყალობას, ვინმეს იძულებას, პრაქტიკულად გვთხოვს მორიგ ჯერზე მოვიტყუოთ თავი.
ჩვენი ევროპული მომავლის ბედი ჩვენს ხელშია. ევროპამ მოგვცა დრო წლის ბოლომდე. იმისთვის, რომ მოხდეს დეოლიგარქიზაცია, ოლიგარქს მთავრობის სახით, მთავარი ინსტრუმენტი უნდა გამოეცალოს. უნდა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა, რომელიც ქართველი ერის ნების გამომხატველ არჩევნებს ევროკავშირის კონტროლის ქვეშ ჩაატარებს.”– წერს სააკაშვილი.
ნიკა გვარამია ოპოზიციას ციხიდან აძლევს რჩევას