პირდაპირ გეტყვით, რომ სააკაშვილის და დიღმელაშვილის წასალეკი ქვეყანა ჩვენ არ გვაქვს”– განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, პარლამენტის პლენარულ სესიაზე, როდესაც გამოეხმაურა 20 ივნისს, პარლამენტის წინ გამართული შეკრების ორგანიზატორების სიტყვით გამოსვლას.
“ქვეყნის წალეკვის მორიგი მცდელობაც წარუმატებლად იქნება დასრულებული. საქართველოში იქნება მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა, რის გარეშეც ჩვენ ვერ შევალთ ევროპაში.
და ბოლოს დეოლიგარქიზაციაზე საუბრობენ “ნაციონალები” და “ლელო”, ეს ორი რადიკალური პარტია, შეგახსენებთ, რომ უკრაინაში არის კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ და ამ კანონის მიხედვით, ეს რომ იყოს საქართველოში მოქმედი, ორივე პარტიის ლიდერი აღიარებული იქნებოდა ოლიგარქად, ესენი არიან “ლელო”-ში ხაზარაძე-ჯაფარიძე და “ნაც.მოძრაობაში” სააკაშვილი-კეზერაშვილი.
ასე რომ ოლოგარქები მოიკითხეთ თქვენთან და მოემზადეთ დეოლიგარქიზაციისთვის ჩემო მეგობრებო”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს სამიტის მონაწილე ქვეყნების მეთაურების პატივსაცემად გამართულ ვახშამს დაესწრო