რეკომენდაციას ვუწევ ნიკა გვარამიას გათავისუფლებას – დავით ზილფიმიანი

354
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პარლამენტის წევრი, ფრაქცია  “ევროპელი სოციალისტები”-ს თავმჯდომარე დავით ზილფიმიანი რეკომენდაციას უწევს პრეზიდენტს, რომ შეიწყალოს ნიკა გვარამია. ამის შესახებ მან დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“პრეზიდენტს ხომ უკეთესად აქვს პულსზე ხელი დადებული და ხედავს, რისი გაკეთებაა საჭირო და რისი – არა. აი, მაგალითად იგივე ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით. მე ერთი დეპუტატი დავით ზილფიმიანი რეკომენდაციას ვუწევ გათავისუფლებას. რატომ? იმიტომ, რომ არ სჭირდება ამას შესვლა ავ-კარგობაზე ჩვენი სასამართლო სისტემის, ეს არ მოიგულისხმება კანონით, უბრალოდ შეგიძლია, შეიწყალო და მორჩა. დამატებით გვინდა რაღაც გამართლება ამის? დიახ, ბევრ ოპოზიციონერზე უფრო გონიერი და უფრო ინტელექტია, თუ ეს უბრალოდ დამატებისთვისაა საჭირო. რატომ მიგვყავს აქამდე საქმე, თუკი გრძნობ, რომ შველა შეიძლება?”  – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

გააკეთეთ კომენტარი
შემოთავაზება - შეიძინე ხელით შექმნილი ქართული ჩანთა, დარეკე: 555 39 94 95 IMG.GE