სამგორის გამგებლის განცხადება მე შეიძლება არ მომეწონა, თუმცა, ნებისმიერ ადამიანს აქვს თავის პირად სივრცეში აზრის გამოხატვის უფლება

223
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

„სამგორის გამგებლის განცხადება მე შეიძლება არ მომეწონა, თუმცა, ნებისმიერ
ადამიანს აქვს თავის პირად სივრცეში აზრის გამოხატვის უფლება“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე სამგორის რაიონის გამგებლის, კახა სამხარაძის მიერ სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსს.

კახა კალაძის თქმით, მიუღებელია შენიშვნები და კრიტიკა ისმოდეს იმ ადამიანებისა და ტელევიზიების მხრიდან, რომლებიც სიძულვილის ენას თავად აღვივებენ.

„შეიძლება არ მომეწონა ეს განცხადება, ვიღაცას შეიძლება მოეწონა. ეს მისი პირადი
გვერდია და თავის პირად სივრცეში ადამიანი, რასაც უნდა იმას დაწერს. შეიძლება ჩემთვის არ იყო მოსაწონი, თუმცა, ამ ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის
თავისუფლება უმაღლეს დონეზეა დაცული.

ჩვენ ეს 2012 წელს მოვახერხეთ, როდესაც ხელისუფლების ცვლილება მოხდა ქვეყანაში. სიძულვილის ენა კატეგორიულად მიუღებელია, ასევე იმ ადამიანებისგან, როდესაც ამაზე მითითებებს გაძლევს კონკრეტულად ის ადამიანები და ტელევიზიები, საიდანაც სიბინძურის ნიაღვარი – სიძულვილის ენა, ოჯახის შეურაცხყოფა, ოჯახზე
თავდასხმები ყოველდღიურად მოდის. ამ ადამიანებს ევროპასთან და ევროპულ
ღირებულებებთან არანაირი კავშირი არ აქვთ, რადგან ესენი იყვნენ მთავარი შემოქმედი იმისა, რომ ადამიანს, ვინც ჩვენებას იძლეოდა, ამ ჩვენებას აღეჭინებდნენ და აჭმევდნენ.

ასევე, ციხიდან გამოჰყავდათ ხალხი და მანქანაზე გაკოჭილს აუპატიურებდნენ, ბიზნესს აფორმებინებდნენ და ახალგაზრდებს ახოცინებდნენ ქუჩაში. ამ ადამიანებს არანაირი კავშირი არ აქვთ არც დემოკრატიულ ღირებულებებთან, არც ევროპასთან. მეც არ მომწონს, როდესაც თქვენ, ჟურნალისტები შეურაცხყოფაზე გადმოდიხართ და ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლები. შესაბამისად, ყველა უნდა გავერთიანდეთ იმისთვის, რომ სიძულვილის ენას ვებრძოლოთ და ეს ყველაფერი შევაჩეროთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოქვეყნა და 20 ივნისს გამართული აქციის მონაწილეებზე დაწერა რომ არიან “სირები”, თუმცა, აღნიშნა, რომ მხოლოდ მისი თაობის წარმომადგენლებს უწოდებდა და არა ახალგაზრდებს.

ამ დროისთვის მის პროფილზე პოსტი აღარ იძებნება.

გააკეთეთ კომენტარი
შემოთავაზება - შეიძინე ხელით შექმნილი ქართული ჩანთა, დარეკე: 555 39 94 95 IMG.GE