31 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი მომღერალი ლევან კბილაშვილი. არსებული ინფორმაციით ის მძიმე სენს ებრძოდა.
მისი გარდაცვალება დაადასტურა საქართველოს საავტორო უფლებადამცველთა ასოციაცია “გერა”-მ, რომლის წევრიც თავად იყო.
ლევან კბილაშვილმა მუსიკალური გზა რობერტ ბარძიმაშვილის სტუდია “ლახტში” დაიწყო. ის ასევე იყო გიორგი უშიკიშვილის მიერ დაარსებულ ფოლკლორულ ანსამბლ “ლაშარელას” წევრი.
საზოგადოებამ ლევან კბილაშვილი 2010-2011 წლებში პოპულარულ მუსიკალურ პროექტ “ჯეოსტარში” მონაწილეობით გაიცნო, სადაც ის პროექტის ფინალისტი გახდა.
ლევანი 2017 წელს ასევე მონაწიელობდა მუსიკალურ პროექტ “Voice”-ში, რომლის ნახევარფინალისტიც იყო.
როგორც “გერა” იუწყება, ლევან კბილაშვილი ცნობილ სერბ მუსიკოს გორან ბრეგოვოჩთან ერთად ალბომზე მუშაობდა.
Multimedia.ge უსამძიმრებს ლევან კბილაშვილის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.
ნიკა გვარამია ოპოზიციას ციხიდან აძლევს რჩევას