“მთელი ზაფხული ვიმუშავებთ, რომ სექტემბერში რომ დავიძახებთ ათეულობოთ ათასი ადამიანი გვენდოს”– წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილი.
“ჩვენ თუ შევძელით, ადამიანებს იმედი არ გავუცრუეთ და გუშინდელი ხალხმრავლობა სტაბილურ, ჯიუტ და გაფართოვებად პროტესტად ვაქციეთ, დეოლიგარქიზაცია გამოგვივა.
თუ პარტიებმა ისე ვიმუშავეთ ხალხთან, რომ თითო მათგანის დაძახებულზე, 15-20 – ათასი ადამიანი მაინც დგება ქუჩაში – მთელი საქართველოს მასშტაბით, გავფრინდებით. “ევროპული საქართველო”-ს ამოცანა ესაა.
მთელი ზაფხული ვიმუშავებთ, რომ სექტემბერში რომ დავიძახებთ ათეულობოთ ათასი ადამიანი გვენდოს, გამოგვყვეს და მხარი დაუჭიროს იმ იდეებს რასაც ჩვენ და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები განვასახიერებთ. ამ გზაზე ჩვენ გვჭირდება გულწრფელობა, გზავნილის დისციპლინა და შრომა. ესაა ჩვენი კამპანიის ამოცანა.”– წერს ჩერგოლეიშვილი.
ალეკო ელისაშვილი 3 ივლისის აქციას აღარ შეუერთდება