რადიო “თავისუფლების” ევროპის ბიუროს ჟურნალისტი რიკარდ ოზვიაკი, წყაროზე დაყრდნობით კიდევ ერთ ინფორმაციას აქვეყნებს ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ეხება.
როგორც იოზვიაკი წერს, ეს არის ბოლო სამუშაო ვერსია, რომლის თანახმად:
„ევროპული საბჭო მზად არის, მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი საქართველოს მას შემდეგ, რაც წევრობის შესახებ განაცხადთან დაკავშირებით, ევროკომისიის მოსაზრებაში საქართველოსთვის დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
ბოლო სამუშაო დოკუმენტის თანახმად, „ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას. ასევე აცხადებს, რომ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას შემდგომი ნაბიჯების შესახებ, მას შემდეგ, რაც კომისიის მიერ გაწერილი ყველა პირობა სრულად დაკმაყოფილდება”. – წერს რიკარდ იოზვიაკი.
საბოლოო გადაწყვეტილება ოფიციალურად 23-24 ივნისს უნდა გამოცხადდეს და დიდი ალბათობით, მასში ცვლილებები აღარ განხორციელდება.
the #EUCO draft also states: "The European Council is ready to grant the status of candidate country to #Georgia once the priorities specified in the Commission’s opinion on Georgia’s membership application have been addressed." https://t.co/AXeC2dT0pI
— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) June 21, 2022
ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს სამიტის მონაწილე ქვეყნების მეთაურების პატივსაცემად გამართულ ვახშამს დაესწრო