“ევროკომისიამ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით რეკომენდაცია ჩადო სამივე ქვეყანასთან {უკრაინა, მოლდოვა, საქართველო} მიმართებით, აქედან გამომდინარე, სახელებსა და გვარებზე საუბარი არის ცარიელი სპეკულაცია.”- განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ დღეს, პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას.
ირაკლი კობახიძის თქმით, ოლიგარქები არიან: მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და დავით კეზერაშვილი, რომლებსაც აქვთ ბევრი ფული, ჩართულები არიან პოლიტიკაში და აკონტროლებენ მედიას, რაც უკრაინული კანონის მიხედვით ოლიგარქიასთან არის გათანაბრებული.
რაც ეხება ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის პოლიტიკიდან წავიდა 1.5 წლის წინ და ერთი ფაქტიც კი არ არსებობს იმის დამადასტურებლად, რომ ის რამე ფორმით ერევა პოლიტიკაში ან მედიის კონტროლში.
“საქართველოში არიან თუ არა ჩართული ოლიგარქები, რა თქმა უნდა არიან, ეს არის კეზერაშვილი, სააკაშვილი, ხაზარაძე და ჯაფარიძე, ეს ოთხი გვარია, რომელიც პირველი გვახსენდება, ისინი პირდაპირ არიან ჩართულები პოლიტიკაში, გავლენა აქვთ მედიაზე და აქვთ იმ განსაზღვრულ თანხაზე მეტი, რაც მითითებულია უკრაინულ კანონში.
ჩვენ რომ დავაკოპიროთ უკრაინული კანონი საქართველოში, ეს ადამიანები მოხვდებიან ოლიგარქის კანონის ქვეშ, მაგრამ ბიძინა ბიძინა ივანიშვილი არ მოხვდება მარტივი მიზეზის გამო, ის არ არის ჩართული არც პოლიტიკაში და არც მედიის ცხოვრებაში, რეალობა არის ეს”– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ნიკა გვარამია ოპოზიციას ციხიდან აძლევს რჩევას