ეს არ არის საქართველო, გაოგნებული ვარ – სალომე ზურაბიშვილი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილზე

1710
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრის საპარლამენტო გამოსვლასთან დაკავშირებით და თქვა, რომ გაოგნებულია მისი დღევანდელი სიტყვით და იმ დაპირისპირებით, რაც საკანონმდებლო ორგანოში მოხდა.

სალომე ზურაბიშვილის აზრით, დღევანდელი დღე იყო ნეგატიური სიგნალი ევროკავშირისთვის, როდესაც საქართველოს მისგან კონკრეტული მოლოდინები აქვს.

“პარტნიორები ზეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას და ისინი ელოდებოდნენ ერთ მარტივ რამეს, რომ გამოთქმულიყო პოლიტიკური ნება, რომ კი, ჩვენ წავიკითხეთ რეკომენდაციები, ამას გავაანალიზებთ.

მე ვარ გაოგნებული და მინდა აქედან, ბრიუსელში სხვა გზავნილი გავგზავნო, რომ ეს არი არის საქართველო, ეს არ არის საქართველოს მოსახლეობის ნება, არ ვიცი რას წარმოადგენს ეს, ნებსით ხდება თუ უნებლიედ, საგანგებოდ არის ეს ყველაფერი თუ რა, ამაზე მე პასუხი აღარ მაქვს”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გააკეთეთ კომენტარი
შემოთავაზება - შეიძინე ხელით შექმნილი ქართული ჩანთა, დარეკე: 555 39 94 95 IMG.GE