გინდათ, რომ აადუღოთ სიტუაცია, პოლარიზება, შფოთვა, რაღაც არეულობა შემოიტანოთ საზოგადოებაში – პრემიერი ოპოზიციას

182
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ამ 10 წლიან პერიოდში, რაც ჩვენ შევძელით, ასეთი დესტრუქციული, რევანშისტული, რადიკალური ოპოზიციის პირობებში, ვფიქრობ, მართლაც, მისასალმებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიციას სურს პოლარიზება, შფოთვა, არეულობა შემოიტანოს საზოგადოებაში.

„როდესაც საუბრობთ პოლარიზაციაზე, უკაცრავად და არის თუ არა ეს პოლარიზაცია მომდინარე თქვენგან. წარმოვიდგინოთ, რო თქვენ არავითარი რეპლიკები არ დაგეწყოთ, დაგემთავრებინათ, მოგესმინათ ჩემი წლიური ანგარიში, შემდეგ გამოსულიყავით და გეთქვათ, ნებისმიერი კითხვა დაგესვათ, გაგვემართა ნორმალური, ცივილიზებული, ევროპული ტიპის დებატები.

ეს უბრალოდ არ შეგიძლიათ, პირიქით, გინდათ, რომ აადუღოთ სიტუაცია, პოლარიზება, შფოთვა, რაღაც არეულობა შემოიტანოთ საზოგადოებაში და ამყოფოთ მუდმივად დაძაბულობის რეჟიმში ჩვენი ხალხი. ამ 10 წლიან პერიოდში, რაც ჩვენ შევძელით, ასეთი დესტრუქციული, რევანშისტული, რადიკალური ოპოზიციის პირობებში, ვფიქრობ, მართლაც, მისასალმებელია“, –  განაცხადა პრემიერმა.

გააკეთეთ კომენტარი
შემოთავაზება - შეიძინე ხელით შექმნილი ქართული ჩანთა, დარეკე: 555 39 94 95 IMG.GE