ვის შევჩივლოთ, აკერმანი მკვდარია – ირაკლი კობახიძე ნაც.მოძრაობას

839
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“ვის შევჩივლოთ, აკერმანი მკვდარია”– მიმართა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ნაც.მოძრაობას პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

“იმისთვის, რომ ქვეყანას გავუფრთხილდეთ, ხანდახან მაქსიმალურად ვეფერებით კრიმინალებს (იგულისხმება ნაც.მოძრაობა) პირდაპირ ვიტყვი, იმ ოპოზიციას, რომელსაც აქვს კრიმინალური წარსული, აწმყო და მომავალი – ეს არის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი.

როდესაც საუბარი გვაქვს “ნაციონალურ მოძრაობასა და მის დანაყოფებზე/სატელიტებზე, ეს არის მთავარი, რაც უნდა გავიაზროთ, რომ ამ პოლიტიკურ ძალასთან არის დაკავშირებული რისკები ჩვენი ქვეყნისთვის და აქედან გამომდინარე, უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად და ძალიან ფრთხილად, მათი ნებისმიერი ნაბიჯის მიმართ უნდა გვქონდეს სათანადო დამოკიდებულება.

აღარ ვიცით რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ერთი ნაბიჯი მაინც გადადგათ დეპოლარიზაციისკენ, ჩვენ რა ნაბიჯი გადავდგათ, ვის შევჩივლოთ? –  აკერმანი მკვდარია, თქვენი ტრენერი. ცხონებულის მიმართ არანაირი პრეტენზიები არ გვაქვს, ფული გადაუხადეს და გატრენინგებდათ წალეკვაში, რაც 20 ივნისს დაანონსა თქვენი ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელმა, მაგრამ თქვენ რომ მონაწილეობდით ამ გეგმის შედგენაში, ქვეყნის წალეკვის გეგმის შედგენაში ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ “ნაც.მოძრაობა” არის დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალა თავისი კუთვნილი პარტიებით, ტელევიზიებითა და “ენჯეოებით.” თქვენ, არაფერი გცხიათ ევროპის“- მიმართა ირაკლი კობახიძემ ნაც.მოძრაობას

გააკეთეთ კომენტარი
შემოთავაზება - შეიძინე ხელით შექმნილი ქართული ჩანთა, დარეკე: 555 39 94 95 IMG.GE