მახვილით და ცეცხლითაც დავიცავთ ჩვენი ხალხის მშვიდობას, ამაში ეჭვი არავის არ შეეპაროს – პრემიერი

346
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მახვილით და ცეცხლითაც დავიცავთ ჩვენი ხალხის მშვიდობას და ამაში ეჭვი არ შეეპაროს”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენის დასკვნით სიტყვაში.

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპული, პროგრესული და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი პროგრესი მოვუტანოთ ჩვენ ხალხს, ქვეყანას და მე გარწმუნებთ, რომ ჩვენი მთავრობა, მთელი “ქართული ოცნება”, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ამაში ხელს ვერავინ ვერ შეგვიშლის, თუ ვინმე გაბედავს რაიმე სახის დესტაბილიზაციას, ჩვენ ყველა კანონიერი საშუალებით დავიცავთ ჩვენი ხალხის მშვიდობას და კეთილდღეობას, მახვილით და ცეცხლითაც დავიცავთ და ამაში არავის ეჭვი არ შეეპაროს. ღმერთმა დალოცოს საქართველო, დიდება ჩვენ ქვეყანას”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გააკეთეთ კომენტარი
შემოთავაზება - შეიძინე ხელით შექმნილი ქართული ჩანთა, დარეკე: 555 39 94 95 IMG.GE