მოღალატედ გამოცხადების შემდეგ, სალომე სამადაშვილი პრემიერს და ირაკლი კობახიძეს უჩივლებს

439
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პარლამენტში, პრემიერის სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, მოღალატედ გამოცხადების შემდეგ, სალომე სამადაშვილი პრემიერს და ირაკლი კობახიძეს უჩივლებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

“ღარიბაშვილის თავდასხმის შემდეგ, დამიკავშირდნენ სხვადასხვა საელჩოები და მკითხეს, უსაფრთხოდ ვგრძნობ თუ არა თავს. თვლიან, რომ ვინმეს გამოცხადება ქვეყნის მოღალატედ, არის ძალადობის წახალისება. მირჩიეს, რომ შევიტანო სარჩელი.
დღეს კობახიძემ გაიმეორა იგივე.

მსურს საზოგადოებას ვაცნობო, რომ გადავწყვიტე ოფიციალურად ვუჩივლო ივანიშვილის ორივე ხელქვეითს.

არ ვიცი, რომელ სოროებში იქნებიან იმ დროისთვის, როდესაც ეს სარჩელი დაკმაყოფილდება, ივანიშვილის სასამართლო, ცხადია, სარჩელს თაროზე შემოდებს. მაგრამ მიაკითხავს სამართალი, ადრე თუ გვიან.”- წერს სამადაშვილი.

გააკეთეთ კომენტარი
IMG.GE